ამას დიდი ხანია ველოდით და მომხმარებლებს ვურჩევდით, უცნობი IMAP, POP და SMTP ტრაფიკიც მკაცრად დაებლოკათ. ახლა კი Github-ზე გამოქვეყნდა რუტკიტი, რომელიც სწორედ უსაფრთხოების ამ ხარვეზს იყენებს.
კოდის მოკლე ანალიზი აჩვენებს, რომ IMAP და SMTP SSL-ის მეშვეობით გამოიყენება საფოსტო ყუთიდან წერილების ჩამოსატვირთად და BASE64-ით კოდირებული შეტყობინებების მისაღებად, მომავალში კი ამავე გზით ფაილების გასაცვლელადაც.
ამჟამად გამოქვეყნებულ კოდს შეუძლია:
- სისტემაში მყარად დამკვიდრება (Python-ის საფოსტო კლიენტის სახით)
- ფაილების გადაცემა
- დირექტორიების შეცვლა
- სისტემის შესახებ ინფორმაციის წაკითხვა
- სისტემისთვის ნებისმიერი ბრძანების გაგზავნა და შესრულების შედეგის უკან გამოგზავნა.
სისტემის უსაფრთხოების გასამყარებლად ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდით. ასევე დაგეხმარებით Exchange-ზე ან Office365-ზე გადასვლაში, რათა შეღწევის ეს გზა სრულად დაიხუროს.